მეტი სიცხადე, ნაკლები საზრუნავი
ფინანსური საკითხები ისეთ პარტნიორს უნდა ანდოთ, რომელიც თქვენს ბიზნესს იცნობს და პასუხისმგებლობას იღებს.

რას იღებთ Outsourcify-თან
- 01
სერტიფიცირებული ბუღალტრები
თქვენს აღრიცხვაზე გამოცდილი, სერტიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ.
- 02
კარგად ორგანიზებული აღრიცხვა
სისტემური მიდგომა დოკუმენტაციისა და ანგარიშგებისადმი.
- 03
ეფექტური პროგრამები
აღრიცხვა თანამედროვე ბუღალტრულ პროგრამულ უზრუნველყოფაში.
- 04
სერვისების სრული სპექტრი
აღრიცხვა, გადასახადები, დეკლარაციები, აღდგენა, კონსულტაცია და BPO ერთ სივრცეში.
- 05
მორგებული გადაწყვეტები
მომსახურება თქვენი ბიზნესის ზომისა და საჭიროებების მიხედვით.
- 06
ფოკუსი შედეგზე
ვეხმარებით, ფინანსები ეფექტურად მართოთ და მომგებიანობა გაზარდოთ.
შიდა ბუღალტერი თუ აუთსორსინგი?
შეადარეთ ორი მოდელი და აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს ბიზნესს უკეთ მოერგება.
| კრიტერიუმი | შიდა ბუღალტერი | Outsourcify |
|---|---|---|
| ხარჯები | ხელფასი, გადასახადები, სამუშაო ადგილი, პროგრამა | მომსახურება, მორგებული თქვენს მოცულობაზე |
| ცოდნა და გამოცდილება | ერთი ადამიანის გამოცდილება | სერტიფიცირებული ბუღალტრების გუნდი |
| უწყვეტობა | შვებულება ან წასვლა პროცესს აჩერებს | პროცესი ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული |
| დაქირავება და სწავლება | თქვენი დრო და რესურსი | ჩვენი საზრუნავია |
| პროგრამული უზრუნველყოფა | შესაძენი და სამართავი | ვმუშაობთ ეფექტურ ბუღალტრულ პროგრამებში |
| მასშტაბირება | ახალი თანამშრომლის აყვანა | მომსახურება იზრდება თქვენთან ერთად |
ყოველი ბიზნესი განსხვავებულია
არ გთავაზობთ შაბლონურ პაკეტებს. ჯერ ვიგებთ, როგორ მუშაობს თქვენი კომპანია, და მხოლოდ შემდეგ ვთავაზობთ გადაწყვეტას.
- მომსახურების ფორმატი თქვენს მოცულობაზეა მორგებული
- ერთი პარტნიორი ყველა ფინანსურ საკითხზე
- გასაგები კომუნიკაცია — ზედმეტი ტერმინოლოგიის გარეშე


გადმოგვეცით ბუღალტერია — თქვენ კი ბიზნესს მიხედეთ
დაჯავშნეთ კონსულტაცია: გავეცნობით თქვენს საჭიროებებს და შემოგთავაზებთ თქვენს ბიზნესზე მორგებულ გადაწყვეტას.